top of page
Image by Taylor Brandon

ანტისემიტური კონსპირაციების ევოლუცია ქართულ ფეისბუქ სივრცეში

„ამ პროცესს არასდროს არ დაამთავრებს ებრაელი თალმუდისტი მასონობა, სანამ ტოტალურ კონტროლს არ დაამყარებს … კულმინაცია იქნება მსოფლიო მოსახლეობის დაჩიპვა“ 

საინფ გვერდი მეორედ მოსვლის შესახებ.png

 „ჩიპები, ჰესომანია, ბილ გეიტსი, ილონ მასკი – მოვლენები უკვე ერთ სიბრტყეშია… ამ ყველაფრის უკან ერთი ჯგუფი დგას“

მაია დვალიძე.png

ასეთი სიტყვებით შეხვდნენ კორონა ვირუსის პანდემიას საქართველოში, რომელმაც მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი, ხოლო საქართველოში 17 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ასე აგორდა მსოფლიოსა და საქართველოში უზარმაზარი ანტივაქსერული ტალღა, რომელიც გაჟღენთილი იყო როგორც დეზინფორმაციით, ისე შეთქმულების თეორიებით.

covidi.jpg

ანტისემიტიზმი და კოვიდ-19

კონსპირაცია რომ მსოფლიოს თითქოს ებრაელები მართავენ, ახალი არ არის. მან ახალი სიცოცხლე კოვიდ 19-ის პანდემიის დროსაც შეიძინა და ანტივაქსერულ კამპანიასაც მოერგო. სხვადასხვა ფეისბუქ გვერდი თუ პროფილი მუდმივად ავრცელებს კონსპირაციების თეორიებს, მაგალითად, თითქოს ებრაელ ჯორჯ სოროსსა და ასევე ებრაელ კლაუს შვაბს „ხალხის დაჩიპვა“ და შემდეგ კი ამ ნანოტექნოლოგიებით მათი მართვა სურდათ.

 

214677063_166176715573481_7902272701505888109_n
218264234_179332780924541_3488793848244795007_n
ჯუდია 2 edited1
ჯუდია 3
ჯუდია 1

ქართულ ფეისბუქ სივრცეში ძალიან სწრაფად გავრცელდა კონსპირაცია თითქოს,  საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინა 2 კვირით ადრე შემოვიდა, ხოლო ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია 2 კვირით შეაჩერეს, რათა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოზე ეწარმოებინათ დაკვირვება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კონსპირაციაა და მტკიცებულებებს მოკლებულია.

AstraZeneca-ს აღმასრულებელი დირექტორი, პასკალ სორიოტი, კონსპირაციულმა გვერდებმა ებრაელად გამოაცხადეს, სორიოტს კი არასდროს განუცხადებია მისი რელიგიური მწარმსის შესახებ. 

231613642_187410603450092_2029081615853045545_n.jpg
აღნიშნული 6 ადამიანიდან, სინამდვილეში, მხოლოდ სამი მათგანი, ალბერტ ბურლა, ალექსანდერ გიტსბურგი და ტალ ზაკსი არიან ებრაული წარმოშობის.
conspiracy covid.jpg

დიდი ბრიტანეთის კვლევისა და ინოვაციების ცენტრმა გამოიკვლია, რომ ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას სოციალური მედიიდან იღებდნენ, უფრო მეტად ყოყმანობდნენ ვაქცინის მიღებაზე, ხოლო ისინი, ვისაც იქამდეც არ სურდათ ვაქცინის გაკეთება ზოგადად ვაქცინაციაზე უარყოფითად საუბარს და სხვების გადარწმუნებასაც შეუდგნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის კვლევაში სახელად რა განაპირობებს COVID-19-თან დაკავშირებული შეთქმულების თეორიებისადმი რწმენის ჩამოყალიბებას ვკითხულობთ: „ეს ანტისემიტური შეთქმულებები იყო კამპანიის ნაწილი, რომელიც ისტორიულ ცრურწმენას უსვამდა ხაზს და ებრაელებს, როგორც გლობალური კრიზისების შემოქმედებად წარმოაჩენდა. “

EPRS_BRIE_TT_751421_Ukraine_final.webp

რუსეთ-ურკაინის ომი და ანტისემიტიზმი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდანვე, კონსპირაციული თეორიები გავრცელდა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. კონსპირაციების ფართოდ და უფრო ეფექტურად გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ზელენსკი თავად ებრაელია. ამან გააძლიერა ანტისემიტური ნარატივები, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი აქტიურად ავრცელებდა ანტისემიტურ კონსპირაციებს და ამ ტენდენციას არ ჩამორჩენინა ქართველი კონსპირატორები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ყველას და ყველაფერს ებრაელობას აბრალებენ და ამით სამიზნის დისკრედიტაციას ცდილობენ, მაინც უთანაგრძნობენ ხოლმე რუსეთს, როგორც უკანასკნელ ბასტიონს მსოფლიოს „თავისუფალი ხალხისა“. 
Screenshot 2024-12-01 184029.png

საქართველოში ყველაზე მეტად ფეხი მოიკიდა კონსპირაციამ, რომ თითქოს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომი ებრაელების ინტერესებში შედის და მისი რეალური მიზანი უკრაინის “ზეციურ იერუსალიმად” ქცევაა. ამ კონსპირაციის მიხედვით, ებრაელების საბოლოო მიზანი მთელი მსოფლიოს დაპყრობა და მასზე გაბატონებაა. მართალია ეს კონპირაცია უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა, თუმცა ის რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ისევ ამოტივტივდა. 

Screenshot 2024-12-01 181455
277079196_1030970721099731_2877594190174230326_n
Antisemitic-Conspiracy-800-001-primary
Screenshot 2024-12-01 181357
Screenshot 2024-12-01 180709
ანტისემიტური რიტორიკის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მაგალითი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის მაისში გაკეთებული განცხადებაა. სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა „ებრაული სისხლი“ და რომ „ყველაზე მხურვალე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა ლავროვის განცხადების გამო, ეს არ ყოფილა უკანასკნელი შემთხვევა ანტისემიტური განცხადებისა, რომლებიც რუსეთის მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა.
კრემლი დიდი ხანია იყენებს ისტორიულ რევიზიონიზმს, მისი უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციის მიზნით. 
კრემლმა 2013-2014 წლებში პირველად გამოიყენა „ნაცისტი უკრაინელების“ შესახებ მითი, რომელიც შემდეგ მისი პროპაგანდის ქვაკუთხედად იქცა. 

მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინას ნაცისტური ქვეყნის იარლიყი მიაკეროს, თუმცა ანტისემიტური კონსპირაციები მაინც უცვლელად გამოიყენება ზელენსკის წინააღმდეგ. ამ შეთქმულების თეორიის მთავარი მიზანი დასავლეთის დისკრედიტაციაა. (EUvsDisinfo)
Putin-Zelensky-Russia-Ukraine-co.jpg

ქართულ ფეისბუქში გავრცელებული კონსპირაციული თეორიები ომის გაჩაღებაში ებრაელებს ადანაშაულებენ და არა რუსეთს, რითაც დამპყრობელს ბრალდების ტვირთი ეხსნება. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ მსგავსი კონსპირაციული თეორიების უკან სწორედ პრორუსულად განწყობილი ძალები შეიძლება იდგნენ.

პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაცია მათი ებრაელობის გამო საკმაოდ გავრცელებული იყო ევროპაში, თუმცა ჰოლოკოსტის შემდეგ ეს ტენდენცია შემცირდა. რუსეთმა კი პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით, ანტისემიტური ნარატივების ეპოქა ისევ დააბრუნა. გამონაკლისი არც ქართული ფეისბუქ სივრცე ყოფილა და კონსპირაციული თეორიები ქართველ პოლიკოსებზეც ვრცელდება. 

1696841082.jpg
ისრაელ ჰამასის კონფლიქტი და ანტისემიტიზმი

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელდა იქამდე არნახული შეტევა, რასაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორასზე მეტი კი ტყვედ აიყვანეს და საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. გარდა ამისა, იქამდე უპრეცედენტო, კოორდინირებულ შეტევასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან და კიბერ სივრცეშიც.
ისრაელმა საპასუხოდ არმიის სრული მობილიზება გამოაცხადა, რადგან „ბრძოლა რომელშიც დამარცხდება ისრაელი, იქნება უკანასკნელი რომელსაც ის იბრძოლებს.“ 
ასე დაიწყო ისრაელ-ჰამასის ომი, რომელმაც სრულმასშტაბიანი სახე მიიღო.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ისრაელ ჰამასის ომის დაწყებასთან ერთად, გავრცელდა კონსპირაციები. აქაც, ბრალი მიტანილი იყო „მსოფლიო ებრაელობაზე“, რომლის განზრახვითაც ხდება ყველა სახის კონფლიქტი მსოფლიოში. 
ამ შემთხვევაში, რადგან აშშ იყო ისრაელის მთავარი დამხმარე და დიდი თანხებიც გამოიყო ისრაელის დასახმარებლად, ანტისემიტური ნარატივი აშშ-ის წინააღმდეგაც იყო მიმართული. 


 
398392623_706472074877273_2561537305387982417_n.jpg
392953386_173869149104938_1580607800219294946_n
399766457_708103238047490_7415158010009887648_n
Screenshot 2024-12-01 210515
393520351_175367478955105_2752498817843629248_n

რადგან, ამ შემთხვევაში, უშუალოდ ისრაელთან გვქონდა საქმე, კონსპირაციების გამავრცელებელ ფეიჯებს თუ პროფაილებს დიდად არ შეუწუხებიათ თავი ახალი კონსპირაციების შეთხზვითა და თარგმნით და ისინი პირდაპირ მიმებს აკოპირებდნენ.

1721684055728.webp
2024 წლის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები და ანტისემიტური ნარატივი

ანტისემიტური კონპირაციის თეორიის კიდევ ერთი გაგრძელება იყო აშშ-ის არჩევნები. თუ მანამდე ეს გვერდები და ფეიჯები არ წერდნენ აშშ-ის საშინაო პოლიტიკაზე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყეს. ისინი კიდევ ერთხელ მოერგნენ თემის აქტუალობას. არჩევნებამდე ორივე მხარეს ებრაელებად მოიხსენიებდნენ, ხოლო არჩევნების დასრულებისას და ტრამპის გამარჯვების შემდეგ უშუალოდ ტრამპის დამუნათებაზე და მისთვის კონსპირაციების შეთხზვაზე დაიწყეს ზრუნვა.

Screenshot 2024-12-01 222227
Screenshot 2024-12-02 161406
Screenshot 2024-12-02 160445
Screenshot 2024-12-02 155214
Screenshot 2024-12-01 222041
Screenshot 2024-12-01 224951
კლასუი.png
ტრამპის მიმართ, ქართველ კონსპირატორებს, წყენა აქამდეც ჰქონდათ. ძალიან ხშირი იყო, ტრამპის, ვაქცინაციის პოლიტიკის გახსენება. გარდა ამისა, ხშირი იყო ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, კონსპირაციების შეთხზვაც. თუმცა გამორჩეულად, ქართულ ფეისბუქ სივრცეში, მაინც კლაუს შვაბის IV ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ გავრცელდა კონსპირაციები.

კლაუს შვაბი და დონალდ ტრამპი ფაქტიურად გაიგივებულნი არიან ქართველ კონსპირატორებს შორის და მათი მიზანიც საბოლოოდ ტოტალური ვაქცინაცია, ადამიანთა დეპოპულაცია და მსოფლიოს ებრაულ სახელმწიფოდ ქცევაა.

შვაბი და ტრამპი.png

ADL-ის კვლევის მიხედვით, ანტისემიტი შეთქმულების თეორეტიკოსები  დიდი ხანია უკვე თანხმდებიან, რომ ებრაელები აკონტროლებენ აშშ-ს მთავრობას. ისინი ამტკიცებენ, რომ გამარჯვებულ კანდიდატს საბოლოოდ „ებრაელობა“ ​​განსაზღვრავს.

საქართველოში გავრცელებული ანტისემიტური ნარატივები აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებით, პირდაპირ არის დასავლეთისა და ამერიკის დისკრედიტაციისკენ მიმართული, რადგან ეს კონსპირაციების გამავრცელებელი გვერდები თუ პირადი ანგარიშები, მუდამ ებრაელების მიერ მსოფლიოს დაპყრობასა და გადაგვარებაზე საუბრობენ. 

ანტისემიტური კონსპირაციები (1).png

კონსპირაციათა უმეტესი ნაწილი რაც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულა, ანტისემიტურ ხასიათს ატარებს. მათ შორის განსაკუთრებით დიდი წილი ანტისემიტური ნარატივისა ანტივაქსერულ კონსპირაციებზე მოდის, სადაც ძირითადად დადანაშაულებულები იყვნენ, ფარმაკოლოგიური კომპანიების ებრაელი დირექტორები და ებრაული წარმომავლობის მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ქვეყნიდან. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანტივაქსერული კონსპირაციები, ანტისემიტური კონსპირაციები უკრაინაზე და ანტისემიტური კონსპირაციები აშშ-ზე, არა მხოლოდ უშუალოდ ებრაელების, არამედ, ზოგადად დასავლეთის, როგორც ებრაელთა თავისუფალი განსახლების ადგილის, დისკრედიტაციას ახდენს. 

იზრაელი111.jpg

„მითების დეტექტორის“ მკვლევრის, თინა თვაურის თქმით, საბედნიეროდ, ქართველი და ებრაელი ერის, მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების გამო, საქართველოში, დიდი პრობლემები არ იქმნება ანტისემიტური კონსპირაციების გამო. თუმცა, გარკვეული სტერეოტიპები მაინც არსებობს.
საქართველოშიც, ისევე როგორც მსოფლიოში, ანტისემიტიზმი ნამდვილად იკრებს ტემპს. საკმარისია დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ ადაპტირდნენ დღევანდელ გარემოსთან ანტისემიტური კონსპირაციების გამავრცელებელი გვერდები თუ პროფილები.  მათ დაიწყეს საკუთარი ვიწრო „ბაბლების“ და მცირე ჯგუფების შექმნა, ასევე შექმნეს რამდენიმე ყალბი ანგარიში, რომლებიც ერთმანეთის პოსტებს აზიარებენ და ალაიქებენ. 


 

გვარი სახელი
Facebook ლინკი
გამომწერების რაოდენობა
ანტივაქსერული
ანტიუკრაინული
ანტიებრაული
ანტიამერიკული
ვარდოსანიძე ბექა
https://www.facebook.com/siaxlebeqasgan?_rdr
82000
+
+
ნემსაძე ერმილე
https://www.facebook.com/profile.php?id=100083573466971
38000
+
+
+
ქომეთიანი ნანა/ ათინა ნებიერიძე
https://www.facebook.com/athina.nebieridze
21000
+
+
მესტვრიშვილი იაკობ
https://www.facebook.com/profile.php?id=100051207360242
20000
+
+
თოფურია თინა
https://www.facebook.com/tina.topuria.7
19842
+
თვალთვაძე მაია
https://www.facebook.com/profile.php?id=100000703532984
12000
+
შანიძე შორე
https://www.facebook.com/shorena.shanidze.927
10358
+
+
გაგნიძე თამარ
https://www.facebook.com/profile.php?id=100009052533175
7500
+
+
+
+
მაია დვალიძე
https://www.facebook.com/makomako777
7500
+
+
ჩუმაშვილი გოჩა
https://www.facebook.com/gocha.chumashvili.7
6400
+
+
საინფორმაციო გვერდი მეორედ მოსვლი შესახებ
https://www.facebook.com/frontofgeorgia
6100
+
ისტორიული სიმართლე
https://www.facebook.com/profile.php?id=100064852120631
5600
+
+
მენთეშაშვილი ლაშა
https://www.facebook.com/lasha.menteshashvili
5500
+
+
+
ჭაბუკაშვილი დავით
https://www.facebook.com/davit.chabukashvili.79
5500
+
+
ქარჩავა თემური
https://www.facebook.com/temuri.kuchava.10
5000
+
+
კუპრაშვილი კობა
https://www.facebook.com/koba.kuprashvili.7
4900
+
+
ბოლო ჟამის ქრისტიანები
https://www.facebook.com/profile.php?id=100065434606794
4900
+
+
+
+
მოდებაძე ლაშა
https://www.facebook.com/lasha.modebadze.1213
4900
+
+
+
მაჭავარიანი გვანცა
https://www.facebook.com/gvancaa2030
4900
+
+
გოგებაშვილი ნუკა
https://www.facebook.com/nuka.geo
4800
+
თამო თამო
https://www.facebook.com/tamotamoo11
4800
+
+
ბერიძე გიორგი / ჩუმაშვილი გოჩა
https://www.facebook.com/gocha.chumashvili
4200
+
ზარქუა მარინე
https://www.facebook.com/marina.zarqua.5
4100
+
ნოზაძე მიშკა
https://www.facebook.com/Nozadze.Mishka
3700
+
მთიული მთიული / თამთა
https://www.facebook.com/tamta.tamta.9047
3700
+
+
+
ფანტინა
https://www.facebook.com/profile.php?id=100072346819447
3700
+
+
მანჯგალაძე ზურაბ
https://www.facebook.com/profile.php?id=100007954455475
3300
+
+
ხუციშვილი ლიზი
https://www.facebook.com/lizi.khucishvili.3
3200
+
+
გუნცაძე გაბო
https://www.facebook.com/gabo.guntsadze
2900
+
+
არა ციფრულ ლარს
https://www.facebook.com/groups/araciprullars/
2800
+
+
შონია სალომე
https://www.facebook.com/salome.shonia.18
2700
+
კობერიძე ნიკოლოზ
https://www.facebook.com/nika.koberidze1
2400
+
+
+
დიდბარიძე ეკა / კატერინა კატა ლინა
https://www.facebook.com/eka.didbaridze
2200
+
+
+
მილიონ მილა
https://www.facebook.com/Million.MiaMiaaa
2200
+
+
გრიმალდი გვანცა / სამხარაძე თეონა
https://www.facebook.com/teona.samxaradze.526
1700
+
ანტი-გლობალისტური მოძრაობა საქართველო
https://www.facebook.com/groups/207350675684992/
1500
+
+
+
+
გიორგი გიორგი / დავითიძე მარიამ
https://www.facebook.com/mariami.davitadze.56
1400
+
ზაქარეიშვილი ირაკლი / სათადარიგო
https://www.facebook.com/profile.php?id=100089809594915
1400
+
ელგანდაშვილი გოდერძი
https://www.facebook.com/gode.gode.75470316
1400
+
+
გეორგიანს დავიდ
https://www.facebook.com/profile.php?id=61560392100497
1400
+
+
არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას
https://www.facebook.com/groups/4230213070432907
1300
+
+
+
+
არა იძულებით ვაქცინაციას
https://www.facebook.com/groups/1085431478531342/
950
+
+
ქართველი გოჩა
https://www.facebook.com/profile.php?id=100051212377670
919
+
steppen wolf
https://www.facebook.com/steppen.wolf.712
903
+
ჩულუხიძე ნანა მარია
https://www.facebook.com/nanamarina.chuluxadze/
687
+
+
სანებლიძე მირანდოლინა
https://www.facebook.com/mirandolina.saneblidze
651
+
+
ფალავანდიშვილი მურადი
https://www.facebook.com/muradi.palavandishvili
574
+
ქავთარაძე ლია
https://www.facebook.com/lia.qavtaradze.9
527
+
მანჯაფარაშვილი ქეთევან
https://www.facebook.com/ketevan.manjafarashvili
486
+
შუბლაძე გიორგი
https://www.facebook.com/giorga1984
390
+
+
+
+
შახულაშვილი გოჩა
https://www.facebook.com/profile.php?id=100070989831592
329
+
+
+
ვიფხიზლოთ
https://www.facebook.com/profile.php?id=100030553171923
204
+
+
+
ბაიაძე ბაია
https://www.facebook.com/profile.php?id=100018506836591
197
+
ვოუქიზმის აღსასრული
https://www.facebook.com/profile.php?id=61568431066142
69
+
ამ რამდენიმე ანგარიშზე დაკვირვებით, ნათელი გახდა, რომ კონსპირაციების გამავრცელებელი ფეიჯები, პროფილები თუ ჯგუფები, ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებული. მათი დიდი ნაწილი ასევე დაკავშირებული იყო ქართულენოვან ფეისბუქ სივრცეში კონსპირაციების ყველაზე დიდ გამავრცელებელ გვერდთან “ბოლო ჟამის ქრისტიანებთან”. ეს რამდენიმე კონპირაციული გვერდი თუ პროფილი, ძალიან ხშირად ერთამენთს უკომენტარებდა და უწონებდა პოსტებს, ასევე აზიარებდა საკუთარ გვერდებსა და პროფილებზეც.

ფეისბუქის ხელსაწყოების დახმარებით, 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ვიკვლიე მოცემული ანგარიშები. შედეგად, სოციალური ქსელის მონიტორინგი აჩვენებს, რომ რამდენიმე თანამოაზრემ, შექმნა პატარა, ორგანიზებული კონსპირაციების გამავრცელებელი ქსელი, რომელშიც მართალია უმრავლესობა რეალური ადამიანი იყო, თუმცა რამდენიმე ტროლსაც შევხვდებოდით. შესაბამისად, მათი ნარატივები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთისას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეულ მათგანს, ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს. გამომწერების ამ რაოდენობის ფეიჯების თუ პროფილების სიმრავლის გამო, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მიერ გავრცელებული კონსპირაციები ძალიან მრავალრიცხოვან აუდიტორიას წვდება.

მართალია, საქართველოში ანტისემიტიზმი ძალიან  სუსტია, თუმცა კოვიდ-19 პანდემიის დროს, ფეისბუქ სივრცეში მიმდინარე ანტივაქსერულმა კამპანიამ, სადაც ანტისემიტური ნარატივიც მრავლად იყო, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს მოსახლეობას.

ერთი შეხედვით სასაცილო და არასერიოზულმა კონსპირაციამ, შეიძლება ხვალ  ადამიანის სიცოცხლეც კი იმსხვერპლოს. 

ანდრია საჯაია

Logo-Eng.png

მითების დეტექტორის ლაბორატორია

bottom of page